ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებათშორისი კურსი მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს.
სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებიან.
სწავლება სტანდარტების ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) მიერ ISO 27001 სტანდარტზე დაყრდნობით ტარდება. კურსი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად. კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO PDP), რათა როგორც უწყებრივ, ასევე ეროვნულ დონეზე ხელი შეუწყოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას.
თაგები:
კიბერუსაფრთხოება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს