“ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით ევროკავშირსა და ნატოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა, მისი გაფართოების შესახებ ისაუბრა, ასევე ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, თანამედროვე კონფლიქტების კიბერგანზომილებაზე, ეროვნულ კიბერმდგრადობაზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ღონისძიება პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველო ფორუმს უკვე მესამე წელია, მასპინძლობს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს