“ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, სიტუაცია უფრო დაძაბულიყო”

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, თუმცა ინციდენტი ამოწურულია.
"ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. რაც მთავარია, ყველა ხელმძღვანელი მოეკიდა ამ სააკითხს დიდი პასუხისმგებლობით. ინციდენტი არის ამოწურული. მესმის, რომ გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტებისა სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო. როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნის და ინსტუტუტების წინააღმდეგ რამე ნაბიჯებს გადადგამენ.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ორიენტირებული გეგმები წარვუდგინოთ საზოგადოებას. ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, დარჩა პოლიტიკურ აფსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან წარსულზე", – აცხადებს თალაკვაძე.
თაგები:





