“ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – BTU, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ.
დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ და მოყვებიან – როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი.
პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები:
· თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი – მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს;
· ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი – ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს;
· თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი – ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს;
· სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი – გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს.
გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა.
დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება.
ღონისძიებაზე დასასწრები ბმული
(R)
თაგები:


თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, პირველად საქართველოში პროგრამა: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: “ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

“ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა