Logo

იოჰან ვადეფული – პუტინისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ბერლინი უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს

უკრაინა
3 დღის წინ / 08:28
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ვლადიმერ პუტინისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის გვერდით დგომას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომავალმა ხელმძღვანელმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

”ვფიქრობ, ყველასთვის, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინისთვის, უნდა იყოს გასაგები: ჩვენ ვიდგებით უკრაინის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვთავაზობთ მას შესაძლებლობას, რომ თანაბარი პირობებით ვიყოთ რუსეთთან”, – განაცხადა ვადეფულმა.

მისივე თქმით, ბერლინი გეგმავს დიალოგის დამყარებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რათა გააცნოს თავისი პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად.

მისი თქმით, გერმანია ვაშინგტონს აუხსნის, თუ რატომ არის სახელმწიფოების ინტერესებში ძლიერი უკრაინა, როგორც ევროპული საზოგადოების ნაწილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები