იოსებ ბაბაევი – ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანები


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რუსული ტერორი, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანები და უნდათ გააჩუმონ ნებისმიერი გზით, – ამის შესახებ ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა იოსებ ბაბაევმა პროკურატურაში ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბაბაევი აცხადებს, მზადაა, ამ საქმეზე სასამართლოში დავა გააგრძელოს.
“ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რუსული ტერორი, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანები და უნდათ გააჩუმონ ნებისმიერი გზით. პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო, გასაგებად რომ გითხრათ ეგრეა. ავტომატს მედავებიან, რომელიც თვითონვე ჩადეს ჩემს მანქანაში. მზად ვარ ყველანაირი მოვლენისათვის, მათი ამოუცნობი ნაბიჯისთვის. მზად ვარ სასამართლოში ვიდავო”, – განაცხადა იოსებ ბაბაევმა.
ბიზნესმენ და სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალი 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება.
თაგები:
იოსებ ბაბაევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს