
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
“დღეიდან, ოფიციალურად ვიწყებ მუშაობას ქუთაისის მერის პოზიციაზე, მეორე ვადით, არჩევნებში ჩემი თანაქალაქელების მიერ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ.
ეს ნდობა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო- ქალაქი უნდა განვითარდეს შეუფერხებლად და კომპლექსურად. ეს მოხდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და იმ გუნდის თანადგომით, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაშია.
ჩვენ უკვე ბევრი პროექტი განვახორციელეთ ერთად, კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ქუთაისის უკეთესი აწმყოსა და ხვალინდელი დღის შესაქმნელადაა აუცილებელი.
ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, – აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს