
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადირაძემ დაათვალიერეს.
მელიქიშვილის გამზირზე უკვე მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს, რისთვისაც 511 ათასი ლარი იხარჯება.
“კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად სრულდება. ორ კვირაში მელიქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს დასრულებული ქუჩა ექნებათ, რომელზეც მწვანე საფარი, მოწესრიგებული ტროტუარები და სანიაღვრეები მოეწყობა“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს