
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალაქის მერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. იოსებ ხახალეიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე შესახვევის გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა.
დღესვე ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლადო ასათიანის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ასათიანის ქუჩის #145- სა და #147ა – ში ფასადების რეაბილიტაცია ე.წ. “მიუნხენის ტექნოლოგიით” მიმდინარეობს.
პროექტი აივნების მოპირკეთებასა და საწვეთურების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 227 000 ლარია და შპს “ლოდერნა” ასრულებს.
“ვაგრძელებთ შეხვედრებს ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ნიკეას ქუჩაზე მოვინახულეთ წელს განხორციელებული პროექტები და ვისაუბრეთ უახლოეს გეგმებზეც. ვიყავით ასათიანის ქუჩაზეც, სადაც უკვე დაიწყო ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ფასადები განახლდება ქალაქის ბევრ უბანში”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
თაგები:
იოსებ ხახალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს