ირაკლი აბესაძე - ამ ადამიანების მიმართ საქმის გაგრძელების საფუძველიც არ არსებობს

ავტორი
Front News საქართველო
არათუ წინასწარი პატიმრობის საფუძველი არ არსებობს ამ ადამიანების მიმართ, არამედ საქმის გაგრძელების საფუძველიც არ არსებობს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
"პროკურატურა აგრძელებს იმ აბსურდს, რასაც ვითომ სახელმწიფოს გადატრიალება ჰქვია, გადატრიალება "ქართულ ოცნებას" დიდი ხანია, ელანდება იმიტომ, რომ კარგად ხედავს საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას მის მიმართ, ამიტომ, ეს არის არა გადატრიალება, არამედ ხელისუფლების მხრიდან მიტოვებული, გადაგდებული საზოგადოების რეაქცია "ქართული ოცნების" რეჟიმზე.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, არანაირი ახალი მტკიცებულებები შინაარსობრივად, რომელიც საქმეს რაიმე მნიშვნელობას შეძენდა, წარმოდგენილი არ არის, აქედან გამომდინარე, არათუ წინასწარი პატიმრობის საფუძველი არ არსებობს ამ ადამიანების მიმართ, არამედ საქმის გაგრძელების საფუძველიც არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე აქციის ორგანიზატორების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ირაკლი აბესაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


