Logo

ირაკლი აბესაძე - არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს ამ ტიპის პროცესებში

პოლიტიკა
298
Frontnews image description

სამწუხაროდ, არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს ამ ტიპის პროცესებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში დევს რაიმე თუ არა, ამ სასამართლოსთვის საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს.

"სამწუხაროდ, არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს, ამ ტიპის პროცესებში. ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვართ, ამ ფარსში მონაწილეობა მივიღოთ. საქმის მასალებში არაფერი ხელშესახები არ დევს, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა. ამის მიღმა საქმეში დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის ღობე და ბოძკინტები 5 ცალი, მაგრამ, საქმეში დევს რაიმე თუ არა, ამ სასამართლოსთვის საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს, ვნახეთ მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ იყო, მაგრამ განაჩენი დადგა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

Advertisement