ირაკლი აბესაძე – არა თუ პირადად გიგი უგულავას მიერ არ გადაკეტილა გზა, არამედ საერთოდ არ გადაკეტილა


ავტორი
Front News საქართველო
აბსურდულია ასეთი ტიპის ბრალდების წაყენება, არა თუ პირადად უგულავას მიერ არ გადაკეტილა გზა, არამედ საერთოდ არ გადაკეტილა, – ამის შესახებ გიგი უგულავას უფლებადამცველმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციას პირდაპირ ეთერში ხედავდა ყველა და გზის გადაკეტვა არ ჩანდა უგულავას მიერ.
“აბსურდულია ასეთი ტიპის ბრალდების წაყენება, იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, რა ხდებოდა “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე და ის დანაშაული, რომელიც სახელდახელოდ წინა დღეს გამოაცხადეს დანაშაულად და სტრატეგიულ ობიექტად აქციეს თბილისის შემოსასვლელი და თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია, საერთოდ არ გადაკეტილა. არა თუ პირადად უგულავას მიერ არ გადაკეტილა და ცალსახად ჩანს ის სად იმყოფებოდა მთელი აქციის განმავლობაში, არამედ საერთოდ არ გადაკეტილა. თუ რამდენიმე წუთით გადაიკეტა, ისიც პოლიციის გადაადგილების გამო იყო ტერიტორია გადაკეტილი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
“თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.
თაგები:
ირაკლი აბესაძე

ირაკლი ღარიბაშვილი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვხედავთ ერთ პრობლემას დეოლიგარქიზაციის თემის კუთხით, თუ არ გვექნება კონკრეტიკა, ეს საკითხი დარჩება ერთგვარ ღია ჭრილობად

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ თქვეს, არა თუ, არამედ, როდესაც არ მიიღებს საქართველო სტატუსს, უნდა დაიწყოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, იგივეს ამბობდნენ ბაკურიანში შარშანაც