Logo

ირაკლი აბესაძე - დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არის ძალიან მაღალი ალბათობა ივანიშვილისთვის, რომ რეალურად, ამ თანხას ვერ მიიღებს

პოლიტიკა
27
Frontnews image description

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არის ძალიან მაღალი ალბათობა და რისკები  ივანიშვილისთვის, რომ ის რეალურად, ამ თანხას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე რეალისტურია, რომ გაერთიანებული სამეფოს სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს.

"დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არის ძალიან მაღალი ალბათობა და რისკები  ივანიშვილისთვის, რომ ის რეალურად, ამ თანხას ვერ მიიღებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი არის ძალიან მაღალი ალბათობა და რისკები ივანიშვილისთვის, რომ ის რეალურად, ამ თანხას ვერ მიიღებს. ამის ორი საფუძველი არსებობს: პირველი - შარშან, დეკემბერში აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირების დროს გამოცემული სპეციალური ლიცენზია, სადაც საუბარია, რომ ივანიშვილის სანქცირებასთან ერთად მას გაეყინა სინგაპურის სასამართლოში მოგებული 400 მილიონ დოლარზე მეტი თანხა და იქვე მითითებულია, რომ სხვა დაკავშირებულ დავებთან მიმართებითაც აკრძალულია აღსრულება ივანიშვილის სასარგებლოდ და აქაც, რადგანაც მხარეები ერთი და იგივეა, შესაძლებელია, ეს ლიცენზია ეხებოდეს მათ შორის ამ თანხის გადარიცხვის აკრძალვასა და მეორე - რაზეც აქტიური საუბარი მიდის - ეს არის გაერთიანებული სამეფოს სანქციები, რომელიც ძალიან რეალისტურია, რომ დაეკისროს ივანიშვილს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ლონდონში სასამართლო ბერმუდაზე დაწყებული დავის საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე 24 ნოემბერს გამოაცხადებს.

Advertisement