Logo

ირაკლი აბესაძე - ეს ყველაფერი მთლიანად იყო ხელისუფლების პროვოკაცია, რომ რაღაც მძიმე დანაშაულში ჩაეთრია საზოგადოება და საჩვენებლად გაესამართლებინა

სამართალი
140
Frontnews image description

მთავარი, როგორც პროპაგანდისტული, ასევე სამართლებრივი მტკიცებულება - ღობე, საერთოდ არ არის საქმეში, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით,  ექსპერტიზა ჩატარდა არა უშუალოდ ღობეზე, არამედ მის სურათებზე.

"მთავარი, როგორც პროპაგანდისტული, ასევე სამართლებრივი მტკიცებულება - ღობე, რომლის საეჭვო ვითარებაში წაქცევამაც ესკალაცია გამოიწვია, საერთოდ არ არის საქმეში და პროკურატურამ, ხელისუფლებამ საქმიდან გააქრო ღობე. უფრო მეტიც, ექსპერტიზა ჩაატარეს არა ღობეზე, არამედ ღობეების ფოტოებზე, ეს ყველაფერი კი ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ეს ყველაფერი მთლიანად იყო ხელისუფლების პროვოკაცია, ხელისუფლების მცდელობა, რომ რაღაც მძიმე დანაშაულში ჩაეთრია საზოგადოება და შემდგომ საჩვენებლად გაესამართლებინა. ღობე აშკარად წინასწარ იყო შემზადებული წასაქცევად", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები