ირაკლი აბესაძე – ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია


ავტორი
Front News საქართველო
ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ოფშორული კომპანია გააჩნდა ბრიტანეთის იურისდიქციაში, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ბრიტანეთის მხრიდან სანქცირების შემთხვევაში, მიუღებელი გახდება ფინანსური ტიპის გარიგებისთვის.
“ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ოფშორული კომპანია გააჩნდა ბრიტანეთის იურისდიქციაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, ათეულობით კომპანიის საქართველოში გადმორეგისტრირება შეძლო ივანიშვილმა. მაღალი ალბათობაა, რომ მას, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება იქ კომპანიები, რომელთა გაყინვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში ის მძიმე ფინანსურ ზიანს მიიღებს, ისევე როგორც, უძრავი ან სხვა ტიპის ქონება ბრიტანეთის იურისდიქციაში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბრიტანეთში მისი დასანქცირება მას, როგორც ფინანსურ პარტნიორს სხვა ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და ფაქტობრივად, ის საბოლოოდ გახდება მიუღებელი ნებისმიერი ფინანსური ტიპის გარიგებისთვის”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თემთა პალატაში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს.
თაგები:
ირაკლი აბესაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს