Logo

ირაკლი აბესაძე - გამოდის, რომ ქალაქის ცენტრში თითქმის 15 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცა ვიღაც "ინვესტორს"

პოლიტიკა
508
Frontnews image description

ქალაქის ცენტრში თითქმის 15 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცა ვიღაც "ინვესტორს", - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "რიყის დოქების" დაშლის და მისი ნაწილების გაყიდვის შემთხვევაში, შემძენი უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე "რიყის დოქებში" გადაიხადა.

"მაღალი ალბათობით, ახალმა შემძენმა "რიყე დომმა" 10 მილიონ ლარად შეიძინა ეს შენობა-ნაგებობა, მისი დაშლისა და მასალებად გაყიდვის შემთხვევაში ე.წ. ინვესტორი გაცილებით დიდი ოდენობით თანხას მიიღებს, ვიდრე 10 მილიონი ლარია.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ქალაქის ცენტრში თითქმის 15 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცა ვიღაც "ინვესტორს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისში "რიყის დოქების" დემონტაჟია დაგეგმილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები