ირაკლი აბესაძე – გიგი უგულავა დაკავებულია ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით

ავტორი
Front News საქართველო
გიგი უგულავა არის დაკავებული ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. ის შემართებითაა და ბრძოლის განწყობაზეა, – ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უგულავა დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
“ის, რომ დაკავებულის ძებნა უწევთ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, მინიმალურ დარღვევად იქცა “ქართული ოცნების” რეპრესიული მანქანის პირობებში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ძალადობრივად, შეგნებულად და დამცირების მცდელობით ე.წ. პოლიცია მომიტინგეებს შლის. დაკავებულებს შორის არის გიგი უგულავა. საზოგადოებამ ნახა, როგორ ძალადობრივად დააკავეს ის. ის განათავსეს დიღმის იზოლატორში, არის დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, იმ ცნობილი მუხლით, რომლის შინაარსსა და ანალიზზე საუბრით საზოგადოება არც უნდა დავღალოთ.
გიგი უგულავას დაკავების კადრები თავიდან ბოლომდე არსებობს, როგორ მშვიდად საუბრობს პოლიციელებთან, ისმენს მათ მოთხოვნებს და ამ დროს ე.წ. პოლიციელების შემადგენლობა იწყებს მის ძალადობრივ დაკავებას. ის შემართებითაა და ბრძოლის განწყობაზეა”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართულ აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
თაგები:
ირაკლი აბესაძე




