Logo

ირაკლი აბესაძე - იმედი აქვს, რომ ლონდონის სასამართლოში დავას მოიგებს იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანი სასამართლო, როგორიც მან წაართვა ქართულ საზოგადოებას

პოლიტიკა
444
Frontnews image description

ჩვენ თვალს ვადევნებთ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც აქტიურად საუბრობენ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე, -  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ეს არის "დიფ სთეითი".

"ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ეს არის "დიფ სთეითი", მთელი ევროკავშირის ტერიტორია არის "დიფ სთეითი", რომლებიც პერსონალურად მას უპირისპირდებიან. საინტერესოა, როგორ აუხსნიდა საზოგადოებას, რომ მაგალითად, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ბერმუდაზე მას უკვე მოგებული აქვს ეს 607 მილიონი დოლარი და ახლაც, რა თქმა უნდა, იმედი აქვს, რომ ლონდონის სასამართლოში დავას მოიგებს იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანი და ობიექტური სასამართლო, ისეთი როგორიც მან წაართვა ქართულ საზოგადოებას, მაგრამ საინტერესოა ის პოლიტიკური განხილვები, რომლებსაც ჩვენ ბოლო თვეები ჩვენ თვალს ვადევნებთ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც აქტიურად საუბრობენ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქმეს განიხილავს. პროცესი კრედიტ სუისთან დაკავშირებით 16 ივნისს დაიწყება.

Advertisement