ირაკლი აბესაძე – ივანიშვილმა რომ თავისი ქონება უსაფრთხოდ დააბინაოს, სახელმწიფო იზარალებს ნახევარ მილიარდზე მეტს

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა რომ თავისი ქონება უსაფრთხოდ დააბინაოს, სახელმწიფო იზარალებს ნახევარ მილიარდზე მეტს, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კეთდება ოფშორების კანონის ფარგლებში.
“ოფშორებიდან გამოქცევის ფარგლებში ივანიშვილმა თავის საკუთრებაში არსებულ სააქციო საზოგადოებაზე – “ტერაზე” უკვე გადააფორმა “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისი, როსტომ მეფის სასახლე, მიმდებარედ არსებული სასტუმროები, ივანიშვილის რეზიდენცია აბასთუმანში, სასტუმროები აბასთუმანში და კიდევ სხვა კომპანიები. ესეც კეთდება იმ ე.წ. ოფშორების კანონის ფარგლებში, რომელიც ივანიშვილმა დიდწილად მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიიღო იმისთვის, რომ შემდეგში ასეულობით მილიონი ლარის გადასახადი დაეზოგა და არ გადაეხადა ბიუჯეტში. ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, ივანიშვილმა რომ თავისი ქონება უსაფრთხოდ დააბინაოს, სახელმწიფო იზარალებს ნახევარ მილიარდზე მეტს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თაგები:
ირაკლი აბესაძე




