Logo

ირაკლი აბესაძე - ხელისუფლება მიზნის მისაღწევად მზად არის, კიდევ ასეულობით ადამიანს შეუქმნას მსგავსი ტიპის პრობლემები

პოლიტიკასამართალი
396
Frontnews image description

ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ რამენაირად გააუქმოს, ჩაახშოს ეს საპროტესტო მუხტი, მიზნის მისაღწევად კი ის მზად არის, რომ კიდევ ათეულობით და ასეულობით ადამიანს შეუქმნას მსგავსი ტიპის პრობლემები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბრალდებაში მტკიცებულებებზე საუბარს აზრი არ აქვს.

"რაც გუშინ განვაცხადე ირაკლი ნადირაძის სახელით, იგივე შემიძლია გავიმეორო დღეს - როდესაც რუსული ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, დაგაბრალოს მისი დამხობის მცდელობა, ეს მისთვის არის პატივი და ამ ბრალთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ.

იქნება ამ საქმეში იარაღი თუ არა, იქნებოდა ამ ტიპის მოწოდება თუ სხვა ტიპის, იქნებოდა ასეთი თუ ისეთი მოქმედება, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ რამენაირად გააუქმოს, ჩაახშოს ეს საპროტესტო მუხტი და შეწყვიტოს დედაქალაქს და სხვა ქალაქებში, ამ მიზნის მისაღწევად კი ის მზად არის, რომ კიდევ ათეულობით და ასეულობით ადამიანს შეუქმნას მსგავსი ტიპის პრობლემები. მტკიცებულებებზე საუბარს აზრი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Advertisement