ირაკლი აბესაძე – “ქართუ ბანკის” დასანქცირება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ივანიშვილზე და მის ბიზნესპარტნიორებზეც

ავტორი
Front News საქართველო
“ქართუ ბანკის” დასანქცირება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ივანიშვილზეც და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებზეც, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ “ქართულ ბანკის”, არამედ ზოგადად ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი დასანქცირება გარდაუვალია.
“ქართუ ბანკის” დასანქცირება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ივანიშვილზეც და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებზეც. არა მხოლოდ “ქართულ ბანკის”, არამედ ზოგადად ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი დასანქცირება, როგორც ჩანს, გარდაუვალია.
“ქართუ ბანკი” ფორმალურად აქვს გადაფორმებული საქველმოქმედო ფონდ “ქართუზე” და გვიმტკიცებს, რომ თითქოს საქველმოქმედო ფონდის ქონებას ის არ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ “საქართველოს ბანკიდან” 200 მილიონი დოლარის სესხის გამოსატანად სწორედ საქველმოქმედო ფონდის ქონება გამოიყენა ივანიშვილმა გარანტიად”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თაგები:
ირაკლი აბესაძე




