ირაკლი აბესაძე - საკუთარი კორუფციული ინტერესებისთვის ყველაზე მსხვილი სარეკრეაციო სივრცეები გაანადგურა და სამწუხაროდ, რიგში მდგომი რიყის პარკი აღმოჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის ე.წ. მთავრობა ფაქტობრივად, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ან შეიძლება ანადგურებდეს კიდეც რიყის სარეკრეაციო სივრცეს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა საკუთარი ინტერესების გამო სარეკრეაციო სივრცეები გაანადგურა.
"ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. ხელისუფლებაზე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ძალიან აქტიურად იყენებდა ლოზუნგს სარეკრეაციო სივრცეების თითქოს გადარჩენის და განვითარების და სწორედ ივანიშვილმა გაანადგურა ქალაქის ისტორიულ ცენტრში თაბორის სარეკრეაციო სივრცე, ის ანადგურებს იპოდრომის სარეკრეაციო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც უკვე გასხვისდა ფხაკაძეების კომპანიაზე და ცათამბრჯენები შენდება. ივანიშვილის ე.წ. მთავრობა ფაქტობრივად, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ან შეიძლება ანადგურებდეს კიდეც რიყის სარეკრეაციო სივრცეს.
მინდა ხაზგასმით ვთქვა საზოგადოების იმ ნაწილის გასაგონად, ვისაც შესაძლებელია თავის დროზე ეჯერა ივანიშვილის ხელისუფლებისა და მისი გულწრფელობის, რომ ის რაიმე ტიპის მზრუნველობას აპირებდა ქალაქზე. პირიქით, მან საკუთარი კორუფციული ინტერესებისთვის ყველაზე მსხვილი სარეკრეაციო სივრცეები გაანადგურა დედაქალაქში და სამწუხაროდ, რიგში მდგომი სარეკრეაციო სივრცე რიყის პარკი აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თაგები:
ირაკლი აბესაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა