Logo

ირაკლი აბესაძე - სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე

პოლიტიკა
147
Frontnews image description

"მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე“, - ამის შესახებ ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

"შევხვდი ირაკლი ნადირაძეს. მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში გვყავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მისი დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. პირველ რიგში, მას უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, იმ ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, მადლობა გადაუხადოს იმ მილიონობით ადამიანს, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიტაცებულ რეჟიმს და ძალაუფლებას. რაც შეეხება ბრალდებას - მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე.

მისთვის პატივია, რომ იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ამ ქვეყანაში კანონი არავისთვის არ არსებობს… სამართლებრივად რა პოზიცია გვექნება, ამას ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს… გითხარით, რომ არ აღიარებს ბრალს, ვერ აღიარებს ბრალს. დიახ, [მისთვის პატივია დაკავება] რადგან ამ ბრძოლაშია საკუთარი თავისუფლების ფასად. დიახ, ეს პატივია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Advertisement