
ავტორი
Front News საქართველო
პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკურ ველზე არ არის, შესაბამისად პოლარიზირებულია მედიაც, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ განაცხადა.
მისი თქმით, მედია ისეთი სახით, როგორიც დღეს არის პოლიტიკური დაკვეთის შედეგია.
“ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა რეალობაში ვართ, მეოთხე ხელისუფლება არ ვართ ჯერ ისე განვითარებულები, რომ დანარჩენ სამ ხელისუფლებას, რომელიც ახლა ფაქტობრივად ერთია, ჩვენი წესები ვუკარნახოთ.
ეს ჩვენი პრობლემაც არის, რადგან ძირითადად პოლიტიკური დაკვეთაა ის მედია, რომელიც ახლა ჩვენ გვყავს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედიის მუშაობასაც ფული ჭირდება და ეს ფული საიდანღაც უნდა მოვიდეს, შეიძლება ეს ფული პოლიტიკური იყოს, ან არაპოლიტიკური. არაპოლიტიკური ფული, რომელიც მედიაში იდება ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ცოტაა, თითქმის არ არის, ამიტომ მედიაინსტიტუციები შეიძლება არ არის დღეს მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
თაგები:
ირაკლი აბსანძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს