ირაკლი ბენდელიანი - პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე, ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვისუბნის მე-10 და მე-11 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.
ის პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ ქალაქის განვითარება წარმატებით გაგრძელდება.
"დღეს, ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვარტალს ვესტუმრე. შევხვდი ამომრჩეველს და ვისაუბრეთ უბანში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ასევე, მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რომელიც კახა კალაძის გუნდს კარგად გააზრებული და გაწერილი აქვს. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ზღვისუბნის მე-10 კვ, N38ა კორპუსის მცხოვრებლებთანაც.
მიხარია, რომ აქტიურად არიან ჩართულები რაიონისა და ქალაქის განვითარების საქმეში. მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა სჭირდება ზღვისუბანს და მეც ვეცნობი ამ საჭიროებებსა და სურვილებს. მომავალში კი ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვისუბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“, - წერს ირაკლი ბენდელიანი.
თაგები:
ირაკლი ბენდელიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


