ირაკლი ბერაია – არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით

ავტორი
Front News საქართველო
არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.
“ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.





