
ავტორი
Front News საქართველო
სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე როდესაც ვსაუბრობთ, გაუგონარია, კორუფციაზე მტკიცებულების გარეშე საუბარი, – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში წერს.
“მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა.
როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი.
შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია, რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია, მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!!“, – წერს ირაკლი ბონდარენკო.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Firakli.bondarenko%2Fposts%2Fpfbid0XW7f4atRL5Wv1qRrJYasmMsvgq5TmUnsB6JMVNTxv5pWozNS4DTdFoMrEHqt8zPWl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”342″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
სანქციები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს