ირაკლი ბურდილაძე – მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი


ავტორი
Front News საქართველო
კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში. გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება, – ამის შესახებ “თეთრი კვადრატის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა.
“საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამას ალტერნატივა არა აქვს.
კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში. გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება. უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი მივიღოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ვინმე ჩვენგანი ფლობს სიმართლეს, სიმართლეს ფლობს მხოლოდ ღმერთი.
პირველ რიგში, ტემპერატურა უნდა დაიწიოს. მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი” , – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ ბიზნესმენებს დღეს შეხვდა.
თაგები:
ირაკლი ბურდილაძე

ირაკლი ღარიბაშვილი – არაფერი გასაკვირი არ არის, რომ თუნდაც მე, ამ გუნდს ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან

ირაკლი ღარიბაშვილი – არ მოსწონთ ის წარმატებები და კეთილდღეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს

სალომე ზურაბიშვილი – არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი