
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა.
"თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, ერთგულება და პროფესიონალიზმი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინისტრმა სამხედროებს კეთილდღეობა, მშვიდობიანი მომავალი და წარმატება უსურვა საქართველოს სამსახურში.
ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ერთობა უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს