Logo

ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

სამხედრო
243
Frontnews image description

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.

ირაკლი ჩიქოვანი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

Advertisement