
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად დანიშნული ატაშე და ODC-ის უფროსი თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა წარუდგინა.
"თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს