
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა 1 700 წლის წინ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობასა და ჩვენი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში მის როლზე ისაუბრა.
"ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე განცხადებით, ქართული მხედრობა ყოველთვის საქართველოს ისტორიის თანაზიარი იყო, თავდაცვის ძალები, კი რომელიც წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობები, არამედ, უპირველესად, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.
მინისტრმა თანამედროვე საქართველოს სულიერ აღმავლობას და მარადიული ღირებულებების გაძლიერების საქმეში დიდი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის უდიდესი წვლილი აღნიშნა და საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, შიოს III-ს მიესალმა: „სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყდრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით, სასულიერო დასის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე და ქრისტიანული ღირებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ გუნდის სიმტკიცით, მარადიული იდეალების - მამული, ენა, სარწმუნოება - დაცვით, ერთიან საქართველოში მომავალ თაობებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს