Logo

ირაკლი ჩიქოვანი - ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება

პოლიტიკა
43
Frontnews image description

დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას, - წერს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

"ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლი. მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას - ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად", - წერს ჩიქოვანი.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები