
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო.
ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს