ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე, მეორე რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს