
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა მას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე, სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.
ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის, მათ შორის, სამთო, განათლებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს