Logo

ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სამხედრო
149
Frontnews image description

თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 31-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრას, ნატოს შტაბ-ბინაში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ უმასპიმძლეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს.

რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

 

Advertisement