
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის რიგით 35-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.
შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს