ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების ეფექტიანად ფუნქციონირებაში სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო პოლიციელებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.
იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარმატებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისციპლინას. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.
თაგები:
სამხედრო პოლიციის დღე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს