ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩს, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის დადებითი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე.
ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს