
ავტორი
Front News საქართველო
“26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, სამღვდელოებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობა არის ევროპული ოჯახის სუვერენული საქართველო.
ვიცე-პრემიერმა აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში. საკუთარ სიტყვაში მან ისაუბრა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზეც, რომლებსაც, მისი თქმით, უდიდესი წვლილი მიუძღვით სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს