ირაკლი ჩიქოვანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ.
5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო