
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრა.
“გვაქვს ძალიან კარგი შედეგები გარკვეულ სფეროში, თუმცა არის პროექტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გაგრძელება – ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო მრეწველობაზე, ჩვენთვის პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებები და შესაბამისად, გვქონდეს ამ საჭიროებების სწრაფი შევსების შესაძლებლობა. მაგრამ, მხოლოდ ჩვენს მოხმარებაზე არ შეიძლება და შეუძლებელია ვიყოთ ორიენტირებულები. აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სახელმწიფოსთან ერთად, სჭირდება კერძო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც. მინისტრის განცხადებით, საჭიროა არსებული ბიზნესმოდელის შესაბამისი შეფასება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას წარმატებული ბიზნესის პროექტი.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს