
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს