
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკაც.
შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს