ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა. სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ ბერიანიძემ მინისტრს ქვედანაყოფების საქმიანობა და ბაზების ინფრასტრუქტურა გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს.
ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც, სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მან თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა