
ავტორი
Front News საქართველო
იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები ჩატარდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი.
“ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და შევასრულეთ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს