ირაკლი ჩიქოვანი – განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია


ავტორი
Front News საქართველო
სამხედროები თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ მზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი, განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომასა და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერია, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, ღირსეულ სამხედროებს ოჯახის წევრები აძლიერებენ.
ვაზიანში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართეს და თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა