
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანები, ვინც სვამდნენ კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არ ისმენდნენ პასუხს და მხოლოდ საკუთარ კითხვებს აჟღერებდნენ. პასუხი მარტივია – ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რა შედეგიც აქვს საქართველოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, სწორედ ამ შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის.
“ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვის ძალებს ნატოსთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს და ზუსტად ამიტომაც არის, რომ ის შედეგები, რა შედეგებიც გვაქვს, განსაკუთრებით ის შედეგები, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ზუსტად ამიტომაც არის, რომ ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა და მონდომება ნამდვილად არის დადასტურებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თვითონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს