
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს რუმინელმა კოლეგამ ანგელ ტილვარმა უმასპინძლა. რუმინეთის თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრულ თანამშრომლობაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში რუმინეთის ჩართულობაზე. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს